სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.08.2018

     მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, აბაშის სოფლებში წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას. ორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება​.

    ​ადგილზე მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი​. ​ორივე სოფელში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის გაყვანა ხორციელდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved