სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.08.2018

     იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ შს სამინისტროს ოფიციალური ანკეტებიდან „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები ამოიღო და „მამით“ და „დედით“ შეცვალა.

    "გასულ კვირას მითხრეს, რომ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ ანკეტებში, რომელთა შევსება საჭიროა ელექტრონული პირადობის მოწმობის მისაღებად, „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები იყო მითითებული. დაუყოვნებლივ გავეცი ბრძანება, შეეცვალათ „მამით“ და „დედით“, – განაცხადა ვიცე-პრემირემა.

    მისი განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ,,ბუნებრივი ოჯახი დაიცვას, რომელიც კაცისა და ქალის კავშირს ეფუძნება“.

    აღსანიშნავია, რომ იტალიაში განმარტება „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ ოფიციალურ დოკუმენტებში ჰომოსექსუალი წყვილების ბავშვების რეგისტრირებისთვის გაჩნდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved