რეზონანსი
26.08.2018

 წუხელ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ურთიერთშელაპარაკება მელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სიძე-სიმამრს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ სიმამრის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

როგორც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებული „მედცენტრშია“ გადაყვანილი. მას ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული. 

ფაქტზე საქართველოს შინაგამ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108 მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დანაშაული 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )