რეზონანსი
26.08.2018

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას საკუთარ განსაცდელზეც ისაუბრა და ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც უფლის სიახლოვე იგრძნო:

"ადამიანმა უნდა სთხოვოს უფალს, რომ ახლოს იყოს ამ რთულ დროს. დღეს არის ხსენება მაქსიმე აღმსარებლისა. დღეს მინდა გითხრათ თქვენ ჩემი გამოცდა, განსაცდელი, რომელიც მე გამოვიარე სასულიერო აკადემიის შემდეგ. მე მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა: რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი ამ სიახლოვის დროს. მე აკადემიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისათვის. საოცარი რამ მოხდა. სახარების დროს მადლი გადმოვიდა. რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როდესაც მე თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან. ვერავის ვხედავდი. ვგრძნობდი სიახლოვეს უფალთან. წირვა ჩატარდა თავიდან ბოლომდე სწორად, მაგრამ ეს სიახლოვე უფალთან იმდენად ტკბილი, ამაღლებული და ტკივილი იყო სულიერი, რომ როდესაც წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი, იმ დროს გამოვედი მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ არ შემეძლო არც ლაპარაკი და არც საჭმლის მიღება. შეიძლება თქვენც გაქვთ ეს, შეიძლება იყოს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ. ეს არის მოვლენა და იმისთვისაა წმინდა მოვლენა, რომ სრულიად განამტკიცოს ადამიანი ღმერთმა," - განაცხადა პატრიარქმა. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 25 აგვისტოს მას ეპისკოპოსად კურთხევის 55 წელი შეუსრულდა.

"გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები, რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რომელიც მე გამოვიარე," - განაცხადა ილია მეორემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )