რეზონანსი
26.08.2018

რუს ტურისტებს, რომლებსაც ავტომობილებით სურთ საქართველოში მოხვედრა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გასავლელად 12–საათიანი ლოდინი უწევთ. "როსტურიზმის" პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ზემო ლარსთან ავტომობილების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომლითაც საქართველოსა და რუსეთს შორის ავტოტრანსპორტით გადაადგილება ოფიციალურად არის შესაძლებელი.

"ზაფხულის პიკური დატვირთვის პერიოდში 5–6 კილომეტრი სიგრძის საცობები წარმოიქმნება, ხოლო საზღვრის გადაკვეთის მოლოდინის რეჟიმი 12 საათამდე პერიოდს მოიცავს", - აცხადებენ "როსტურიზმში".

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საზღვარს ყოველდღიურად, ორივე მიმართულებით, 15 ათასი ადამიანი და 4 ათასი ავტომობილი კვეთს. ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება სასაზღვრო პუნქტის გეგმიურ გამტარუნარიანობას.

რუსი ავტოტურისტებისათვის ერთადერთი ალტერნატიულ სახმელეთო მარშრუტი აზერბაიჯანზე გადის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )