რეზონანსი
26.08.2018

 ავსტრიიდან საქართველოს მოქალაქეების ოჯახი გამოაძევეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა კახა შათირიშვილმა განუცხადა, ქვეყანაში შვილის სამკურნალოდ იმყოფებოდნენ და დოკუმენტაციაც თან ჰქონდათ. მისივე თქმით, დეპორტაციის დროს ჩამოართვეს ყველა სახის საბუთი, ასევე ეტლი, რომლის საშუალებითაც მისი შვილი გადაადგილდებოდა. 

„ავსტრიაში სამკურნალოდ ვიყავით. ჩვენს შვილს აქვს ცერემბრალური დამბლა, ასევე ეპილეფსია. მთავრობამ დამიფინანსა მკურნალობა, ყველა საბუთზე ხელია მოწერილი, თუმცა უცებ თავზე დამადგა პოლიცია. მოვითხოვეთ ადვოკატი, თუმცა არაფერმა გაჭრა. წაგვიყვანეს და სადეპორტაციოდ მოგვამზადეს. 

ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ქართველები ვიყავით. გვანახეს საბუთები, სადაც ეწერა, რომ საქართველოს კლინიკებში უფასოა მკურნალობა და გვითხრეს - აქ რატომ მკურნალობთო. ჩემმა არანაირმა ახსნამ არ გაჭრა. ორი დღე გვამყოფეს ბავშვთან ერთად იქ და შემდეგ გამოგვიშვეს საქართველოში. არანაირი დოკუმენტი არ გამოგვატანეს. ბავშვის მკურნალობის საბუთებიც კი წაიღეს. გვითხრეს, საქართველოში გადმოგეცემათო, თუმცა ჯერ არაფერი მიგვიღია.

ყველანაირი საბუთი მქონდა, რომ ავსტრიაში მკურნალობა გაგვეგრძელებინა, თუმცა გამოგვაძევეს. ეტლიც კი ჩამოგვართვეს და გამომიშვეს უეტლოდ, ხელში აყვანილი ბავშვით,“ - განუცხადა კახა შათირიშვილმა "აიპიენს". 

მისი ინფორმაციით, 24 აგვისტოს ავსტრიიდან საქართველოში მათთან ერთად საქართველოს კიდევ 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )