სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2018

     (რეზონანსი) საქართველოს მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილ მინისტრს და ამჟამად „საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს.

    „რაც შეეხება დღევანდელ ჩანაწერს, რა თქმა უნდა გამოძიება ამ ჩანაწერით დაინტერესდება. რამდენიმე დღის წინ და დღეს გავრცელებული ჩანაწერები ერთიან კონტექსტში განიხილება. ამასთან, მედიასაშუალებებში უკვე გავრცელებული ჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან. რაც შეეხება გამოკითხვებზე დაბარებას, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე არიან გამოძახებული. ლევან ყიფიანი, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, ხოლო ზაზა ოქუაშვილმა გამოთქვა მზად ყოფნა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როგორც კი თბილისში დაბრუნდება", - აცხადებენ პროკურატურაში.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved