სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2018

     (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და სოფელ ხელთუბნის სხვა მცხოვრებლები ამ წუთებში საპროტესტო აქციას გორის ცენტრში მართავენ. მანამდე მათ გორის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

    გორში ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩავიდნენ.

    გორში სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილ შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან, დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

    მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რამ იმსხვერპლა 18 წლის ახალგაზრდა. ისინი საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

    თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან შსს-მ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, საქმეზე 137 პირია დაკითხული.

    „გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

    საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved