სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2018

    მო­ქა­ლა­ქე ნი­კუ­შა ფო­ლა­დიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც ღა­მით სა­დარ­ბა­ზოს­თან იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, სა­ქა­რე მინა ჩა­უმ­სხვრი­ეს და ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან სა­ფუ­ლე გა­ი­ტა­ცეს.

    "დაგ­ვიბ­რუნ­და შავ-ბნე­ლი 90-იანი წლე­ბი. დღეს მან­ქა­ნას გა­გი­ტე­ხა­ვენ, ხვალ სახ­ლში შე­მო­გი­ვარ­დე­ბი­ან და ა.შ. ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ის ფაქ­ტია, რომ იცი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლია და პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბი­ან, აზრი არ აქვს მა­ინც ვერ და­ვი­ჭერთ, კა­ნო­ნი არ გვაძ­ლევს მა­გის უფ­ლე­ბა­სო. ესე იგი სა­ნამ 18 წლის გახ­დე­ბი­ან, ჩვენ ვიჯ­დეთ და ვუ­ყუ­როთ რო­გორ იძარ­ცვე­ბა ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბა", - წერს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე.

    რო­გორც ფო­ლა­დაშ­ვილ­მა "ამბებს" უ­თხრა, ეზო­ში მისი მან­ქა­ნის გვერ­დით კი­დევ ერთი მან­ქა­ნაა გა­ძარ­ცვუ­ლი, სა­ი­და­ნაც მცი­რე ოდე­ნო­ბის თან­ხა და წვრილ­მა­ნე­ბი გა­ი­ტა­ცეს მძარ­ცვე­ლებ­მა.

    "პატ­რუ­ლი და კრი­მი­ნა­ლუ­რი იყო და ანა­ბეჭ­დე­ბიც აი­ღეს. თა­ვად ივა­რა­უ­დეს, რომ შე­საძ­ლოა არას­რულ­წლოვ­ნე­ბი იყ­ვნე­ნო. ჩემს უკან მან­ქა­ნაც გა­ძარ­ცვეს, ოღონდ იქი­დან ხურ­დე­ბი წა­ი­ღეს და ტი­ლო­ე­ბი მგო­ნი. ჩემ­გან კი სა­ფუ­ლე წა­ი­ღეს, თან­ხა და ბა­რა­თე­ბი. პი­რა­დო­ბა და მან­ქა­ნის სა­ბუ­თე­ბი ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა იპო­ვა შემ­თხვე­ვით, ძაღლს რომ ასე­ირ­ნებ­და დი­ლას" - გვი­თხრა ფო­ლა­დიშ­ვილ­მა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved