სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2018

     (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ტელეკომპანია „იბერაიას" საქმეზე ახალი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება.

    საქმე ეხება ჩანაწერს, სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცეს.

    გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება „კორუმპირებულია" და მიზანს მეტი მოგების ნახვა წარმოადგენს.

    „ეს არის ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი, რომლის ერთადერთი მიზანი, მიზეზი და არსებობის საფუძველი არის, რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ საქართველოს გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან, ჩაიდოს თავის ჯიბეში და ჩალაგებული ჩემოდნებით დაელოდონ, როდის მოუწევთ ამ ქვეყნიდან გაქცევა", - აცხადებს ვაშაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved