სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2018

    2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში ე.წ. აფხაზეთის სასაზღვრო ხაზთან, სოფელ რუხში ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება. ამ მნიშვნელოვანი პროექტის კოორდინატორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატია. როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი,  ავტობაზრობას 70-დან 100-მდე სადგომი ადგილი ექნება და მასში ჩადებული ინვესტიცია 100 000 ლარს შეადგენს. პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ დახმარებით სამ თვეში განხორციელდება.

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თამარ ქოჩორაძის განცხადებით, ე.წ. აფხაზეთის სასაზღვრო-გამყოფ ხაზთან ავტობაზრობა ყველაზე ახლოს მდებარე პუნქტი იქნება. ტერიტორიაზე გარდა ავტობაზრობისა სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების განთავსება იგეგმება.

     დეტალების გასარკვევად "კომერსანრი" რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორს დავით მაჭავარიანს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ცენტრის ტერიტორიაზე ავტობაზრობის ნაწილობრივ განთავსება იგეგმება, რადგან სივრცე უკვე არსებულ პარკინგზე მოეწყობა. „ეს პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავტომობილის გადაყვანის პროცესს გაადვილებს და ხელმისაწვდომს გახდის,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved