სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2018

     შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“, პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგიტრირდა, კანონპროექტში განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა, რომლითაც აკრძალულ ადგილებში კანაფის მოწევისთვის დაჯარიმდებიან.

    კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას.

    პროექტის მიხედვით, მარიხუანას ან კანაფის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებლისა, ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 1000-დან 1500 ლარამდე ოდენობით.

    21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანას მოხმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ჯარიმით დაისჯება. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 1000-დან 1500 ლარამდე განისაზღვრება.

    არასრულწლოვნის თანდასწრებით კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრისა და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში, დაისჯება 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმით, განმეორების შემთხვევაში კი – 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმით.

    სამხედრო ნაწილში მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი სანქცია იქნება 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ჯარიმა.

    საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე.

    შსს განმარტავს, რომ კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით განიხილავს.

    გარდა ამისა, კანონპროექტში განმარტებულია, რომ სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციისთვის საჭირო ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება. ასევე, 25 000 ლარი ეღირება ლიცენზიები სამრეწველო მიზნით კანაფის მოყვანისა და სამედიცინო მიზნით გადამუშავებული კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტისთვის და კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისთვისაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved