სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.09.2018

     პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გორის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ თორნიკე მერებაშვილის ოჯახს თანადგომა გამოუცხადა. მაn გორში მისი შვილის ლიკვიდირების საქმის დეტალებზე ისაუბრა:

    „რომელი იარაღიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, სანამ ექსპერტიზას ხელში ჩაუვარდებოდა, ის იარაღი იქნა გამოცვლილი, რომელიც მასრას უკან ისვრის. ტყვია, რომელიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, ნადირზეც კი აკრძალულია, სახეთქია.

    იმის გამო მკვდარ თემირლანს თავზე გაუკეთეს ოპერაცია, რომ შიგნიდან სახეთქი ტყვიის მასრები ამოეღოთ. იცით, ჩვენი ტრადიციით, გაკვეთა არ არის მიღებული, მაგრამ მაინც წავედი ამაზე, ჩემს პრინციპებს ვუღალატე, რომ დამტკიცებულიყო, მასთან იყო თუ არა სახეთქი ტყვია. დიახ, ექსპერტმა სახეთქი ტყვიის ნაწილები ამოიღო. მერე მე მეუბნებიან, ვიღაც პოლიტიკური პარტია გმართავსო. მე მმართავს ჩემი თავი და ჩემი გული,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved