სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2018

     აშშ-ში, ნიუ იორკის მახლობლად, ქალაქ ტაპენში პოლიციამ 56 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 90-კილოგრამიანი ბომბი დაამზადა და არჩევნების დღეს ვაშინგტონში აფეთქებას აპირებდა. დაკავებულ მამაკაცს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    56 წლის პოლ როზენფილდმა საკუთარი გეგმების შესახებ პენსილვანიის შტატში მცხოვრებ უცნობ პირს შეატყობინა, რომელმაც, გამოძიების ფედერალურ ბიუროს აცნობა.

    9 ოქტომბერს პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომელსაც როზენფილდი მართავდა და ის დაკითხვაზე დაიბარა. პოლიციაში მისულმა როზენფილდმა დაადასტურა, რომ ინტერნეტის საშუალებით შავი დენთი და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიძინა, შემდეგ კი ამ მასალებით საკუთარი სახლის სარდაფში 90-კილოგრამიანი ბომბი დაამზადა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved