სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2018

     (რეზონანსი) ხმაური იყო ელიავას ბაზრობაზე, სადაც დღეს გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. გადაკეტილ ტერიტორიაზე შესვლას ერთ-ერთი დაზარალებული ცდილობდა, თუმცა პატრულმა მას ამის საშუალება არ მისცა.

    ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ნიუპოსტს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

    ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    თბილისში, ელიავას ბაზრობაზე, საწყობი და ხის მასალები დაიწვა.

    საგანგებო სიტუაციათა სამსხაურის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი.

    ადგილზე 17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ბოლო ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved