სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2018

     (რეზონანსი) ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც ნოემბრის დასაწყისში გულშემატკივართა ვერსიით წლის საუკეთესო ჩოგბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი.

    გულშემატკივრებს ჩოგბურთელებისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ, ისე წყვილთა თანრიგში. ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც.

    ATPWorldTour.com-ის გამოკითხვა 2 ნოემბერს დასრულდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ნომინანტები დაგროვებული ხმების მიხედვით შეირჩევა.

    გამოკითხვაში მომხმარებლებს შეუძლიათ ხმა მისცენ მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ასეულის ნებისმიერ წევრს, ხოლო წყვილთა შორის - 25 საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთს.

    7 ოქტომბერს ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. ტურნირში გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილამდე დაწინაურდა.29 ივლისს ქართველი ჩოგბურთელი German Open Hamburg 500-ის გამარჯვებულიც გახდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved