სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2018

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა.

    ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში 2017 წლის 24 ივნისს, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 27 წლის გიორგი ფიცხელიანი მოკლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფიცხელიანს 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გიორგი ფიცხელიანი, 2009 წელს ქუთაისში მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდა. ფიცხელიანმა მასთან მყოფ პირთან ერთად ორი ადამიანი იარაღით დაჭრა, რის გამოც მან სასჯელიც მოიხადა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.

    პოლიციამ 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. თბილისში, გ. ერისთავის ქუჩაზე დააკავა. იგი 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საფეხბურთო მოედანზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთს თვალისწინებს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved