სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2018

     (რეზონანსი) ეს არჩევნები ბრძოლაა არამხოლოდ კონკურენტებს შორის, არამედ ბრძოლაა დიდგორის, გადამწყვეტი ბრძოლაა, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის, - განაცხადა "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა თეთრიწყაროში ამომრჩეველთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი იქნება:

    „საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი. ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ გაკეთდა წინა წლებში, დღეს საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს. არ უნდა დავიჯეროთ, რომ რახან საქართველო პატარა ქვეყანაა და მითუმეტეს ბევრი ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული, ის ვერ მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდგორი პირველ რიგში, რასაც ნიშნავს, ეს არის ჩვენში გაერთიანება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში ისეთი დაპირისპირება, რომელიც დაფუძნებული არის სიძულვილზე, რევანშზე. გაუთავებელმა დაპირისპირებამ ქვეყანა შეიძლება გახლიჩოს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის მიუხედავად ადამიანების თანაცხოვრება ისე, რომ შიგნით არასდროს მომხდარა დაპირისპირება. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელზეც მაგალითად, ისრაელში ამბობენ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს ბოდიში მოსახდელი ისრაელის და ებრაელების მიმართ, ეს არის საქართველო, რადგან დანაშაული ამ კუთხით მას არასდროს ჩაუდენია. ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა მსოფლიოში, რადგან პრაქტიკულად ყველგან იყო ასეთი გამოვლინებები. ასევე, ეს არის საქართველოს ძალიან დიდი ისტორიული განძი, რომლითაც მოვდივართ.

    ყველა გამოვლინება, ძალადობის, სიძულვილის, დაპირისპირების არის ამ განძის მიმართ დანაშაული, საქართველოს იდენტობის მიმართ დანაშაული. დღეს ვართ, ადგილზე, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ ერთად. ჩვენ ამით ტოლერანტობის და ერთმანეთის პატივისცემის გზაზე მივდივართ. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს. პირიქით, ამაზე უნდა ავაშენოთ მომავალი საქართველო" განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved