სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2018

     (რეზონანსი) აფხაზეთის დეფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ რუსულ კომპანია „შავი ზღვის კრუიზებთან" რუსეთის საზღავო კრუიზების მარშრუტებში ჩართვაზე გამართა მოლაპარაკებები. ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს.

    საუბარია რუსული ლაინერი „თავადი ვლადიმირის" განრიგში აფხაზეთის ჩართვაზე. ეს გემი სოჭი-ნოვოროსიისკი-იალტა-სევასტოპოლი-სოჭის მიმართულებით აპრილიდან ოქტომბრამდე გადაადგილდება ხოლმე.

    გამოცემის ცნობით, ამ პროექტის განსახორციელებლად სოხუმის ყურის აკვატორიაში ფსკერის გაღრმავებაა საჭირო, რაც ძვირადღირირებულ სამუშაოებს გულისხმობს.

    აფხაზეთის დეფაქტო ეკონომიკის მინისტრის ბათალ თარბამ დაადასტურა, რომ არსებობს განსაზღვრული საორგანიზაციო, ტექნიკური და სამართლებრივი პირობები, რომლებიც აფხაზეთმა უნდა შეასრულოს საიმისოდ, რომ ის ლაინერის მარშრუტში ჩართონ.

    „აფხაზეთის საზღვაო სანაოსნომ უკვე დიდი სამუშაო ჩაატარა, და რიგი ამ საკითხებისა უკვე მოხსნილია", - განაცხადა თარბამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად რაზე ლაპარაკობდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved