სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2018

     (რეზონანსი) მსხვილ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში საკადრო ცვლილებებია. თანამდებობა დატოვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ.

    არსებული ინფორმაციით, მის ადგილს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი დაიკავებს.

    სულხან ზუმბურიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა. ზუმბურიძე საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი გახლდათ, რომლის შემოსავალი წელიწადში 341 700 ლარს შეადგენს.

    დავით თვალაბეიშვილი კი „ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლის შემდეგ იკავებს.

    წყარო: bfm.ge

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved