სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2018

     მწერალი მერაბ შათირიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გლდანში მომხდარი  შემთხვევის შესახებ წერს:

    „ერიდეთ „დაბოლილ“ მძღოლებს!!! დღეს, გლდანის პარკის მიმდებარედ, ცალმხრივი მოძრაობის გზატკეცილზე, ფეხით მივდიოდი ტროტუარზე, ფართო გზაზე „ნისანის“ მარკის ავტომობილი მოძრაობდა, უცებ, ყოველგვარი შემაფერხებელი ბარიერის გარეშე, „ნისანი“ გამოქანდა გვერდული რადიუსით და გზის ნაპირას, საპარკინგე ზოლში მდგარ ტაქსს დაეჯახა, ტაქსის მძღოლი მოშორებით საუბრობდა სხვა მძღოლებთან, გაოგნდა, მანქანის მარცხენა მხარე სულ შეუნგრიეს.

    "ნისანიდან" გადმოსულ 22 წლის ბიჭს, რომელსაც მისივე ასაკის გოგონა ახლდა, ბიჭს თვალები უჩვეულოდ ჩაწითლებოდა, გოგონა თითქოს ლერწამივით ირხეოდა, წონასწორობას ვერ იცავდა, „აუ, მაპატიე, გავითიშე ძმაო, მაგარი დაბოლილი ვარ!..“ გულწრფელი სინანულით, მშრალად, დაწეპილი სიტყვებით ძლივს გამოცრა ბიჭმა...

    მაინტერესებს ტაქსის ადგილას, ან მე რომ ავღმოჩენილიყავი, ან ბავშვი, ან მოხუცი, ხომ კლავდა ის „დაბოლილი“? ეს არის თქვენი მიღწევა, ქუჩაში დაბოლილი მკვლელები დაგრიალებენ და გგონიათ, საქართველოში ასეთი რამ უკვე იშვიათად ხდება?“ - წერს მერაბ შათირიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved