სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2018

    უკვე კვირაზე მეტია, რაც ოკუპირებულ ახალგორში აიკრძალა ვაჭრობა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩატანილი პროდუქციის რამდენიმე სახეობაზე - ძირითადად შეზღუდვები შეეხო თევზს, ხორცს, ხორცპროდუქტებს, ძეხვეულობას, ქათმის ხორცს  და ნახევარფაბრიკატებს. იმავე დროს ხილ-ბოსტნეულით დატვირთული ტრანსპორტი კვლავ უპრობლემოდ შედის ახალგორში, იმის მიუხედავად, რომ ცხინვალის ხელისუფლებას ფაროსანას გავრცელების საფრთხის გამო ისიც აკრძალა.

    ახალი წესის დარღვევის შემთხვევაში, მეწარმეებს მოელით დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდა, ამიტომაც მაღაზიები, სადაც იყიდება ქართული პროდუქცია მასობრივად იხურება. მოვაჭრეების  თქმით, პროდუქტებმა გაიარეს საბაჟო კონტროლი, მათ შორის ფიტოსანიტარული, მაგრამ მაინც კრძალავენ.

    ყოფილი ოსი მებაჟის ტიმურ კოკოიტის თქმით, „რაზდახანის“ გამშვები პუნქტის სამართლებრივი სტატუსი თავისებურია.

    „ის გაიხსნა იმისთვის, რომ რაიონის მოსახლეობას შეეძლოს საქართველოში ჩასვლა ნათესავებთან. ისინი გადაადგილდებიან საზღვარზე და ჩამოაქვთ საქონელი თითქოს და პირადი მოხმარებისთვის. მოგვიანებით, იქ გაიხსნა საბაჟო, თუმცა მაინც არსად არაა ნათქვამი, რომ ნებადართულია კომერციული ტვირთების გადატანა, და საბოლოო ჯამში, მთელი ეს პროდუქცია, რომელიც შემდეგ იყიდება როგორც ახალგორში, ასევე ცხინვალში, ფორმდება როგორც პირადი მოხმარებისთვის. 50 კილოს გადატანა უფასოა“, - ამბობს ის.

    "ეხოკავკაზას" ინფორმაციით, სამომვალოდ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიძლება ყველა ქართული პროდუქტი აიკრძალოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved