სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2018

     ანკარა და ვაშინგტონი ამერიკელი მღვდლის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. სანაცვლოდ ამერიკა თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებს. ბრანსონს სავარაუდოდ, 12 ოქტომბერს, მორიგი სასამართლო სხდომის შემდეგ გაათავისუფლებენ. მანამდე ვაშინგტონმა ანკარას პასტორის გათავისუფლება რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

    ამერიკელი მღვდელი 2016 წლის დეკემბრიდან თურქეთშია დაპატიმრებული. 16 აგვისტოს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ამერიკელი პასტორი იზმირის სასამართლომ შინაპატიმრობაში დატოვა.

    ვაშინგტონმა ანკარას პასტორის გათავისუფლება რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო აშშ-მა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა და თურქეთს ალუმინისა და ფოლატის იმპორტზე გადასახადი გაუზარდა, რასაც თურქული ლირის კატასტროფული გაუფასურება მოჰყვა.

    ენდრიუ ბრანსონი ქურთულ მეამბოხე ჯგუფთან და ასევე, გაძევებულ მუსლიმ სასულიერო პირ, ფეტჰულა გიულენის მიმდევრებთან სავარაუდო კავშირების გამო დააპატიმრეს. გიულენი თურქეთს ტერორისტად ჰყავს გამოცხადებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved