სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2018

     ამ დილით სა­ბერ­ძნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ქარ­თვე­ლი გოგონა, რომელიც დიდი ალბათობით მოკლულია. იგი 1994 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი და საკმაო ხანი ემიგრაციაში ცხოვრობდა.  სოფო წიკ­ლა­უ­რს 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა, რომელსაც 2 დღის განმავლობაში ძაღლი დარაჯობდა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში ჩარ­თუ­ლია ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო. "ცხე­და­რი გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია ბი­უ­რო­ში. გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ე­ბენ სა­ბერ­ძნე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბი. ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა მათ­თან“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

     ქართველი ემიგრანტები კი წერენ, რომ ყველა ემიგრანტის და მათ შორის დაღუპულების ცოდვა მთავრობების კისერზეა, რომლებიც არაფერს აკეთებენ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შესაქმნელად:

    "ეს ქვეყანა ერთ დიდ ბაზარს დაამსგავსეს და ასანთის ქარხანა რომ ააშენო, ან ლიცენზიას ვერ აიღებ ან კრედიტი დაგახრჩობს, ან იმდენი დაგიჯდება მისი წარმოება რომ ვერ გაყიდი. მიდის და მიდის ხალხი საზღვარგარეთ ლუკმაპურისთვის და აი, შედეგიც. ჩვენ ქვეყანა არ ვართ! ღმერთმა გაანათლოს ამ პატარა გოგონას სული. გული მომიკვდა საცოდაობით" - წერს ერთ-ერთი მათგანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved