სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2018

     (რეზონანსი) დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შექმნილი გორჩაკოვის ფონდი თბილისში ე.წ. ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმს გამართავს.

    ფორუმს დიდუბე პლაზა ორი დღის განმავლობაში, 13 და 14 ოქტომბერს, უმასპინძლებს და ის საპროტესტო აქციების ფონზე ჩაივლის. დიდუბე პლაზასთან და სხვადასხვა ადგილებზე სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები და საპროტესტო გამოსვლები უკვე დაგეგმეს.

    სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველოს მტრებს ქვეყნისთვის საზიანო თმების განხილვის უფლება არ მისცენ.

    საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსული რბილი ძალა მუშაობს მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში.

    „მსმენია, რომ ასეთი რაღაც ხდება მაგრამ ამას საქართველოს მთავრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამიტომ ამაზე ვერ გავაკეთებ შეფასებას. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული. ის, რომ რუსული რბილი ძალა მუშაობს, მუშაობს მთელს მსოფლიოში არა მარტო საქართველოში. რა უნდა დავუპირისპიროთ - უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მიზანმიმართული მუშაობა ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით. თანმიმდევრულად უნდა ვიმუშაოთ, რათა წინ ვიაროთ ჩვენს გზაზე, რასაც ჰქვია ინტეგრაცია", - აცხადებს დავით დონდუა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved