სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2018

     (რეზონანსი) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას, ჰქონდეს ავტოკეფალიური ეკლესია. ინფორმაცია "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

    ბრიუსელიდან სატელეფონო ბრიფინგის დროს ვოლკერი მიესალმა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ამერიკელი დიპლომატი გამოეხმაურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებასაც, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება კატასტროფა იქნება და ძალადობას გამოიწვევს.

    კურტ ვოლკერის განცხადებით, ტრაგედიაა როცა გყავს სასულიერო ლიდერები, რომლებიც ძალადობაზე ლაპარაკობენ.

    კიევის საპატრიარქო იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტომოსს ნოემბერში გამოსცემს. როგორც უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში კიევის საპატრიარქოს პრესმდივანმა, ევსტრატი ზორიამ განაცხადა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის მორიგი სხდომა ნოემბრის ბოლოს გაიმართება და მასზე უკრაინამ შესაძლოა, ტომოსი მიიღოს.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved