სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2018

     (რეზონანსი) გორის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლის დედა ამბობს, რომ მის შვილზე იძალადეს. "ნიუპოსტის" ცნობით, ბავშვზე ფიზიკურად ძალადობაში საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ადანაშაულებენ.

    როგორც მშობელმა აღნიშნა, მის შვილს მზია ბერუაშვილმა ლამის ხელი მოსტეხა. ახალგაზრდა ქალი იმასაც ირწმუნება, რომ ბერუაშვილმა მას პედაგოგების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შვილის წართმევით დაემუქრა.

    ბრალდების ადრესატი მშობლის პრეტენზიებს არ იზიარებს. მეშვიდე სკოლის სასწავლონაწილი აცხადებს, რომ პირველკლასელის დედა ცრუობს და მას ბავშვზე ძალადობა არ განუხორციელებია. მზია ბერუაშვილი განმარტავს, რომ მოსწავლეს საყვედური მისცა და მშობლის გაღიზიანებაც ამან გამოიწვია.

    მომხდარის შესახებ საქმის კურსშია გორის საგანმანათლებლო რესურსცენტი. დაწესებულებაში ამბობენ, რომ საკითხს შეისწავლიან და დამატებით კომენტარს შემდეგ გააკეთებენ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved