სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2018

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, "მედიქლაბ ჯორჯიაში" შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმაც ვერ დაადგინა, რა მიზეზით განუვითარდა მას ჰორნერის სინდრომი.

    ადვოკატის ინფორმაციით, კონსილიუმის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სინდრომის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, მერაბიშვილს არავითარი მკურნალობა არ უტარდება.

    "დაგვიანებით, მაგრამ გადმოგვეცა „მედიქლაბში" ჩატარებული კონსილიუმის დასკვნა, სადაც სამწუხაროდ, ვკითხულობთ, რომ ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი. ამ კონკრეტულ მოცემულობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს, არ არის დადგენილი, რისგანაა გამოწვეული ჰორნერის სინდრომი, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური დაზიანების თვალსაზრისით სახეზე გამოხატული.

    "სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო ემკურნალა ვანო მერაბიშვილისთვის და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები და მოხდეს მისი კონსულტირება ამ ადამიანების მიერ", - განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved