სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2018

     "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე საუბრობს:

    "ევროპულ საქართველოს", "ნაციონალურ მოძრაობას" და მთელ ქართულ საზოგადოებას დღეს ერთი ამოცანა გვაქვს - სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება. ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოყვეს, რათა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება, როგორიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას ვარდების რევოლუციის შემდეგ და მით უმეტეს ივანიშვილს დღეს. 

    ამის შემდგომ "ევროპული საქართველო" და ნაციონალური მოძრაობა კვლავ ოპონენტები იქნებიან, ერთმანეთში კონკურენციას და შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში. ეს პოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი - ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ" - განაცხადა ბოკერიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ზაზა-ზვანი.   (08.11.2018)
    მიშა ეტყობა პირვეის ვისაც ცოცხს გაუჭედავს ბოკერია და მისი ცოლი იქნება!

    Vova   (08.11.2018)
    მერე ხან ერთი იქნება ხელისუფლებაში და ხან მეორე. აუ რა მაგარია ეეეეე! აი ელიწა ამას ქვია! დიდი მადლობა იდიოტ ქოცებს! გიგა, პიონერი უგულავა, მძორი ვაშაძე, და მათი მამა ბიძინა! ვიშ რა სიცოცხლის სუნი ტრიალებს!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved