სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2018

     (რეზონანსი) 400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, ახლა სადაც ვართ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან გრიგოლ ვაშაძის დაპირებებს 400-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო უწოდა.

    „სამწუხაროდ, პოლიტიკაში ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება. თვითონვე დაიხიეს უკან და თქვეს, რომ არ გვიგულისხმია, რომ ერთ წელში მოხდება ესო. 400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, ახლა სადაც ვართ. თუ დავხურავთ უამრავ უწყებას, 1000-ლარიან პენსიასაც დავნიშნავთ, თუმცა სამი თვით. პენსიის 20 ლარით გაზრდა და საპენსიო რეფორმა ამ ეტაპზე არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს და არ დაზიანდეს ეკონომიკა",- განაცხადა მაჭავარიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved