სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2018

     (რეზონანსი) წინასაარჩევნო კამპანიაში იმდენი ტყუილი, დეზინფორმაცია თუ ფეიკნიუსი ფიქსირდება, არ მგონია რომელიმე სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში თუ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    მან ამის მაგალითად გრიგოლ ვაშაძის დაპირება მოიყვანა 400-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით და ოპონენტებს კალკულატორის გაგზავნაც შესთავაზა.

    „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავცემ პასუხს იმ ცრუ დაპირებას, რომელიც 400-ლარიან პენსიას უკავშირდება. თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, რამდენიმე კალკულატორი შემიძლია გავუგზავნო ოპონენტებს. საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რომელიც არის იმაზე მეტი, ვიდრე საერთო ხელფასი რაც ეკუთვნის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად აღებული. არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილებს ეუბნებიან?",- განაცხადა ბახტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    უკომენტაროდ   (10.11.2018)
    ბებოების და ბაბუები იმედს მაინც ნუ მოუკლავთ!

    megre   (08.11.2018)
    შე საცოდავო, შე მასხარა ბუბლიკო სირცხვილზე და ხალხის მოტყუებაზე თუ მიდგა საქმე ერთი იმას მოუსმინე ან გადახედე შენმა სულთანმა, შაჰმა, იმპერატორმა... ივანიშვილმა 2012 წელს ხალხს რას დაპირდა, აბა მიდი ერთი დაეკითხე მას თუ რცხვენია ხალხი რომ ასე მოატყუა და გადააგდო, შე მასხარავ ჭკუას ძალა დაატანე და ისე გაჩუმდი შენი არსებობა რომ ვინმემ ვერ გაიგოს


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved