სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2018

     (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ წინასაარჩევნო დაპირებას - პენსიების 400 ლარამდე გაზრდას პენსიონრების შეურაცხყოფად მიიჩნევს.

    დეპუტატის აზრით, ცრუ დაპირებებით საარჩევნოდ ხმების მოპოვება „ნაციონალური მოძრაობის" ჩვეული სტილია.

    „მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს არაერთხელ ვთხოვეთ დაეკონკრეტებინათ, თუ როგორ აპირებენ 400 ლარამდე პენსიების ზრდას, ისინი ამ კითხვაზე პასუხს არ სცემენ. ბუნებრივია, მათი რეაქცია, რადგან თავადაც კარგად იციან, რომ ეს დიდი ტყუილია და სხვა არაფერი. თავი გავანებოთ იმას, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაში არ შედის პენსიების მატება, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა ისიც კარგად იციან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამომდინარე, ეს დღეს შეუძლებელია. ვაშაძის 400-ლარიანი პენსია 2012 წლის „ღიმილიან საქართველოს" მაგონებს, როდესაც ჩვენი ხანდაზმულები მართლაც გაღიმებული დატოვეს.

    "მივმართავ გრიგოლ ვაშაძეს და მის პარტიას თუ გაერთიანებულ ოპოზიციას, თავი დაანებეთ პენსიონრების წინასაარჩევნოდ გამოყენებას. თქვენი 400 ლარიანი პენსიის დაპირება მხოლოდ მათი შეურაცხყოფაა. თქვენ ხანდაზმულებს ბრბოდ მიიჩნევთ, რომელთაც გსურთ, რომ ყველა ტყუილი დააჯეროთ. ეს ასე არ არის. თქვენი მანიპულაციები ხანმოკლეა და მოხუცებიც კი ხვდებიან, რომ თქვენი დაპირებები მხოლოდ საარჩევნო ყუთებამდე მიდის", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved