სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2018

     პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს ასახელებს.

    ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს და ფინანსურ ბაზარზე აჟიოტაჟს ქმნის ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ ქვეყანაში ომი და დაპირისპირება უნდა იყოს, რაც რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას.

    “ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა და ყველა ექსპერტი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და დაძაბულობა, მითუმეტეს რომელიმე კანდიდატი წინა პერიოდში თუ იძახის, რომ აპირებს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, ეს ფინანსურ ბაზარზე გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის. ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ როდის ხდება კურსის დევალვაცია. 

    რასაკვირველია, მათი განცხადებები გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ეს ცნობილი ფაქტია, ამას არანაირი საპირისპირო აზრი არ შეიძლება ჰქონდეს. ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ აქ ომი უნდა იყოს და ომით გვემუქრება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    kako   (09.11.2018)
    VASHAZIS KIARA CHEMI MACIVARIS BRALIA KAREBI GAIJEDA VEGAR VAGEB DA DOLARIC GAIQCA (VAI TQVENS PATRONS DA UI CHVENS PATRONS AN ER AN MEOREEBS ROM GABOGINEBT)

    ევა   (09.11.2018)
    ამას მოფიქრება არ უნდა?თურმე ვაშაძის განცხადებამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა.აქამდე ნეტა ვისი განცხადებები იწვევდა ლარის გაუფასურებას ,თან უკვე რამდენი წელია.სია ხომ არ შეგვედგინა?

    ზურაბ   (08.11.2018)
    ბატო. ვილსკიჰ! რა ქვია თქვენს განცხადებას თუ არა კახური გამოთქმა- გამოქლიავება.ომი თქვენმა გიდე-ვან ფოფხაძემ შეგვპირდა და არა ვაშაძემ. იმდენად დაბერდი, ვეღარ არჩევ ოცნებისა და ნაციონალების წევრებს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved