სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2018

     "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერმა კობა დავითაშვილმა გადაცემაში "360 გარდუსი" პრეზიდენტის ინსტიტუტის პერსპექტივაზე ისაუბრა:

    "სალომე ზურაბიშვილი არავისგან დავალებული არ იქნება. მოდით ღიად ვთქვათ, რომ ის არის ბოლო არჩეული პრეზიდენტი. მას ხელმეორედ არჩევნები არ უწევს. არც 4 წლის მერე და არც 6 წლის მერე, რა ვადითაც აირჩევენ. აქედან გამომდინარე იმას არავის წინაშე არანაირი ვალები არ აქვს. "ქართული ოცნება" როგორც მოღვაწეობს, იმ 6 წლის მერე "ქართული ოცნება" იარსებებს საერთოდ? ასეთი პოლიტიკური ძალა? მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ 6 წლის თავზე, როდესაც ვინმემ ვალი უნდა მოსთხოვოს სალომე ზურაბიშვილს, ეს ვალის მომთხოვნი სუბიექტი იარსებებს", – განაცხადა დავითაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved