სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2018

     სომხეთის პოლიციამ 43 წლის "კანონიერი ქურდი" მერაბ კალაშოვი დააკავა, რომელიც 2015 წლიდან საფრანგეთის მიერ იძებნებოდა. მას დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებასა და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.

    სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე შეატყობინა ინტერპოლს საერთაშორისო ძებნილის აღმოჩენისა და დაკავების შესახებ.

    კალაშოვს კრიმინალურ წრეებში მერაბ "ტბილისკის" სახელით იცნობენ. იგი ერევნის ცენტრში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს.

    მერაბ "ტბილისკის" დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებასა და ფულის გათეთრებას ედავებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved