სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2018

     „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. ბესელიასთან დაკავშირებით საკადრო ცვლილების განხორციელების საკითხი მსჯელობის საგანი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იყო და მოსალოდნელია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პარლამენტის ხელმძღვანელობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელიას შეცვლის საჭიროებას ხედავენ. უმრავლესობაში დაისვა საკითხი, რომ კომიტეტის საქმიანობას სხვამ უხელმძღვანელოს და ამ თანამდებობაზე ეკა ბესელია შეიცვალოს.

    ბესელიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის შეთავაზება მიიღო, რათა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობრივი დაქვეითების სახე არ მიეცეს. პარლამენტში მოსალოდნელი ამ საკადრო ცვლილების კონტექსტში აღსანიშნავია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებული ის არაკეთილგანწყობა, რაც უმრავლესობის ცალკეულ დეპუტატებსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის რამდენჯერმე საჯარო სხდომაზეც გამოჩნდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Meriem   (09.11.2018)
    Raunda gadainacvlos cota moicados da gagzavnian zust misamartze tavis shviltan ertad


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved