სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2018

     (რეზონანსი) იმ ადამიანებმა, ვინც არჩევნებზე ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცეს, ხმა მისცეს საკუთარი შვილების ციხეში წამებას, საკუთარი ძმების, დედების და მამების დასახიჩრებას რუსთაველის გამზირზე, - ამის შესახებ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას" წევრმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

    მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციების ჩატარების საჭიროება არჩევნების პირველ ტურში მიღებულმა შედეგებმა აჩვენა.

    "არჩევნების შედეგი ხომ ნახეთ? 1%-ია განსხვავება ამ ორ კანდიდატს შორის. ამიტომაც დადგა აქციების ჩატარების საჭიროება. ერთი-ერთი კანდიდატი არის სიბნელე, საბჭოთა კავშირი, ძველი უშიშროების კომიტეტში გამოზრდილი კაცი, რომელიც აქ დესტაბილიზაციისთვის არის გამოგზავნილი. მისი ყველა განცხადება ამას ადასტურებს. ეს ვითომ ევროპელები და ვითომ აზიელები ერთი ბნელი ძალის ორი მხარეა. ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც რევანშისთვის იბრძვის და უნდა, რომ ხელში ჩაიგდოს მართვის სადავეები. უნდა, რომ იგივე ყოფაში დააბრუნოს ქვეყანა, რა ყოფაშიც იყო 2007 წლის 7 ნოემბერს. ეს არ მოხდება. როგორც ჩანს, სტოკჰოლმის სინდრომით დაავადდა საზოგადოება, როდესაც მსხვერპლი მოძალადეს ებრძვის იმიტომ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცეს, მათ ხმა მისცეს საკუთარი შვილების ციხეში წამებას, საკუთარი ძმების, დედების და მამების დასახიჩრებას რუსთაველის გამზირზე," - განაცხადა გოგა ხანიდრავამ "ინტერპრესნიუსთან".

    „ქართული ოცნების" მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას" ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციების ჩატარებას 11 ნოემბრიდან დაიწყებენ.

    ორგანიზატორების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება, არჩევნების წინა დღეს კი თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე მასშტაბური მსვლელობა მოეწყობა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    li   (09.11.2018)
    ვირიშვილო, მერე რაო, აქციებით რას მიაღწევ შე გათახსირებულო ვირთხავ, ვინც შენ ამოგიდგება გვერდით შენისტანა ჩ--ი იქნება, ხოდა მაგ სახელით შეხვალთ კგბ-ს აგენტურთა სიაში!

    ლინდა   (09.11.2018)
    ვირიშვილო სამარცხვინო ქურდბაცაცა შნირო. ყველას კარგად გვახსოვს შენი გაძარცული აფხაზები და მეგრელები. ყოვლად უზნეო კაცო, ხმას როგორ იღებ, მკვლელო, ზვიადის რომ გაეკიდე და მეტეხთან დაწეული რომ ესროდი. ხმას როგორ იღებ შე მართლა ცოცხგარჭობილო ვირთხავ!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved