სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2018

     (რეზონანსი) ბათუმში, 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 55 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

    მამაკაცის დაკავება არასამთავრობო ორგანიზაცია "იალქანის" განცხადების საფუძველზე მოხდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე ამბობს, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მუნიცპალურ ტრანსპორტში მოხდა.

    "მე მოზარდის დედამ მომმართა, ოჯახი ჩვენი ბენეფიციარია. ქალბატონი ყვებოდა, რომ 13 წლის გოგო თანაკლასელებთან ერთად ბათუმის ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობდა, სადაც 55-წლამდე კაცმა გოგონას სექსუალური შევიწროება დაიწყო. ბავშვებმა დარაჯს მიმართეს, რის შემდეგაც მამაკაცი ავტობუსიდან ჩავიდა. რადგან მოზარდი შეუძლოდ გახდა, პოლიციას ჩვენება დედა-შვილმა გუშინ მისცა, როგორც ვიცი მამაკაცი დაკავებულია"- აცხადებს აბაშიძე "ნიუპოსტთან".

    ფაქტზე გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved