სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2018

     (რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემთხვევაში, ის შესაძლოა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა შეცვალოს.

    "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეკა ბესელიას შემცვლელად დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა სახელდება.

    აღნიშნულთან დაკავშირებით ოხანაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ არაფერი იცის და მსგავსი საკითხი მისი მონაწილეობით არავის განუხილავს.

    "ეს ამბავი თქვენგან მესმის. რა დროს ეს არის, როცა ამდენი საქმე გვაქვს არჩევნების მეორე ტურამდე. არანაირი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ანრი ოხანაშვილმა.

    ეკა ბესელიამ, შესაძლოა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. თუმცა, თავად ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    777   (09.11.2018)
    მოაშორონ ეს ქალი!!!!!!!!!!!!!!!!!მაგისთანები უტეხავს სახელს ოცნებას!ამდენხანს რას უყურებდით111111111111


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved