სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2018

     (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

    მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, მისი მოხდა კი, პირობით ორი წლით გამოსაცდელი ვადით განესაზღვრა.

    მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა და ნაცვლად მოწმის მოსყიდვისა და ზემოქმედებისა ამჟამად მას მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავება.

    შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved