სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2018

     (რეზონანსი) საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 9 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5098 ადამიანი გახდა. მათ შორის 747 კაცი და 4351 ქალი. მოძალადე კი 4903-ია, მათ შორის 701 ქალია.

    როგორც ირკვევა, ყველაზე მეტი მოძალადე თბილისშია რეგისტრირებული, ჯამში, სულ 1988. შესაბამისად, მსხვერპლი დედაქალაქში ყველაზე მაღალია - 2047.

    9 თვეში თბილისში ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალდა 1819 კაცი და 228 ქალი. რაც შეეხება რეგიონებს, მსხვერპლისა და ძალადობის მხრივ, ლიდერობს აჭარა. მსხვერპლი 616, მოძალადე 614.

    ოჯახში ძალადობის კუთხით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved