სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2018

     (რეზონანსი) ექსპერტი გია ხუხაშვილი ამიერიდან პოლიტიკოსი გახდება. გია ხუხაშვილი ახალ პოლიტიკურ პროექტს აანონსებს. ეს იქნება მესამე ძალა პოლიტიკაში. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

    ჯერ კიდევ ექსპერტი ხუხაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის მახინჯი ფორმით არსებობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს.

    "როგორც ჩანს, იძულებული ვიქნები ამ პროექტში ჩავერთო, პროექტის დასრულების შემდეგ მე გვერდზე გავიწევი, არანაირი პოსტი არ მინდა. ადრე ერთჯერად პროექტებში ვღებულობდი მონაწილეობას რომელიც ხელისუფლების შეცვლას ითვალისწინებდა, ახლა საჭიროა მესამე ძალის შექმნა - ძალიან ბევრმა დღეს არ იცის ხმა ვის მისცეს, არც "ნაციონალური მოძრაობა" მოსწონს და არც "ქართული ოცნება", 21-ე საუკუნეა და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა დასრულდეს, არჩევანი მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული" - ამბობს გია ხუხაშვილი.

    სხვა დეტალებზე ხუხაშვილი ჯერ არ საუბრობს. როგორც მან განმარტა, ის არ იქნება ლიდერი, არამედ, ლიდერი ლიდერთა შორის. პროექტის წარმატებაში ექსპერტი დარწმუნებულია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    სოსო   (15.11.2018)
    მივესალმებით, აუცილებლად გვერდში დაუდგებით. სხვანაირად არაფერი გვეშველება.

    ლანა   (09.11.2018)
    აქამდე უნდა გვეზრუნა, საქმე ფრიად საჩქაროა


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved