სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2018

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის, ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საცხოვრებელ ბინაში დააკავეს დანაშაულისთვის ძებნილი პირი. მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გახლავთ დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, დაწყებულია ამ ფაქტზე გამოძიება. ამოღებულია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამ პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზები და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი გუშინ დააკავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved