სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2018

     (რეზონანსი) შეკითხვაზე, რა პასუხი ექნებათ საგნის მასწავლებლებს თუ მოსწავლეები დასვამენ კითხვას - "ვინ დაიწყო ომი", თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „საერთოდ არ არის ასეთი კითხვები ამ სახელმძღვანელოს ამოცანა".

    სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება. საკითხი ახალ საგანში „თავდაცვა და უსაფრთხოება" შედის, რომელიც სკოლებში სწორედ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება.

    ლევან იზორიას თქმით, საგნის სწავლება მოხდება ისე, როგორც არის მიზანშეწონილი. მისივე თქმით, სახელმძღვანელოს ამოცანაა, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება.

    ეს სახელმძღვანელო მოზარდ თაობას გააცნობს თუ რა საფრთხეების წინაშე ვართ. ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური აღქმა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე საქართველოსთვის მომდინარეობს რუსეთიდან. ეს საფრთხე როგორ იქნა რეალიზებული ყველამ უნდა იცოდეს. ფაქტის კონსტანტაცია დგება. მოზარდებთან როგორც არის მიზანშეწონილი იმ ფორმატში იქნება უზრუნველყოფილი ამ საგნის სწავლება.

    ამისთვის მზად არიან ოფიცრები, რომლებიც უშუალოდ მიაწვდიან ინფორმაციას ჩვენს მოზარდებს გარკვეულ საფრთხეებზე, განსაკუთრებით სამოქალაქო უსაფრთხოების თემაზე",- განაცხადა იზორიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved