სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2018

     (რეზონანსი) "პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვის საშიშროება იგრძნო და მიხვდა, ხალხს რაღაც უნდა გაუკეთოს, რომ ყველაზე გაჭირვებულ ფენას მაინც უნდა დაეხმაროს", - ამის შესახებ განცხადებას მხატვარი გია ბუღაძე აკეთებს, რითაც ვალებინ განულებას გამოეხმაურა.

    მისი თქმით, "ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას სკამის დაკარგვის შიში უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად წინ ვერ წავალთ"

    "გაჭირვებულ ხალხს თუ ვალებს გაუნულებენ, ეს კარგია, მაგრამ ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ. რაღა მაინცდამაინც არჩევნებს დაამთხვიეს ამ ინფორმაციის გავრცელება? ჩემი აზრით, "ოცნებას" ხმები დასჭირდა და მათი ყიდვა გადაწყვიტა. მომავალში ალბათ, ამ თანხასაც ქართველ ბიზნესმენებს გადაახდევინებენ, მაგრამ აქ სულ სხვა რამ არის მთავარი: პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვის საშიშროება იგრძნო და მიხვდა, ხალხს რაღაც უნდა გაუკეთოს, რომ ყველაზე გაჭირვებულ ფენას მაინც უნდა დაეხმაროს.

    ამიტომაა საჭირო ჩვენს ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია, რათა ხელისუფლება არ მოდუნდეს და ხალხზე იზრუნოს. ჩვენი პოლიტიკოსები როგორც კი სადავეებს ხელში ჩაიგდებენ, ფიქრობენ, რომ თავი ქუდში აქვთ და მაშინვე დუნდებიან. ამიტომ, ქართველებს დაბალანსებული ხელისუფლება გვჭირდება და არა - ერთი მმართველი პარტიის ხელში მომწყვდეული", - ამბობს ბუღაძე "კვირის პალიტრასთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved