სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2018

     (რეზონანსი) "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი" მესამე პოლიტიკური ძალაა. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, ეს საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა.

    "ჩემი იდეაფიქსი არ არის ბიძინა ჩამოვაშოროთ ქვეყანას და ამის ნაცვლად მოვიდეს მიშა. ჩემთვის ეს უინტერესო პროცესი იქნებოდა. ჩვენ გვჭირდება რეალურად ის, რომ გამოვიდეთ ბიძინას და მიშას ჩრდილიდან. ადამიანების მიმართ ასეთი ტიპის დამოკიდებულებისგან გამოვიდეთ, ეს ყველასთვის კარგია, ამ ადამიანებისთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენი მიზანი არ არის ვინმესთან ბრძოლა.

    ჩვენი მიზანია, არასწორ მავნებლობებთან, ბოროტებასთან ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო გვაქვს, ზოგი სხვადასხვა ხელისუფლების დამსახურებით, ზოგი ჩვენი კომუნისტური წარსულის დამსახურებით, ზოგი ჩვენი განათლების პრობლემების გამო. არავის წინააღმდეგ არ უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი ქვეყნისთვის", - განაცხადა ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    აი ია   (07.12.2018)
    პიროვნულად მეცოდებით გირჩელებო. თქვენთვის ყველა გზა ხელისუფლებაში მისასვლელად ლეგიტიმურია. მრცხვენია თქვენ რომ გიყურებთ, რას არ აბოდებთ, მესმის თქვენი ლიდერი გაბრუებული დადის, მაგრამ ყველა ერთნაირად რამ დაგაბოლათ, არაფრის მაქნისო , შუბლძარღვგაწყვეტილო ე.წ. პოლიტიკოსები, მეტად სასაცილოდ გამოიყურებით.თქვენთვის სამშობლოს ცნება არ არსებობს, ყველაფერზე წამსვლელები ხართ, ჩემდა სამწუხაროდ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved