სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2018

     (რეზონანსი) ცუდი არ არის, რომ თელავმა მეტი დამსახურებული ყურადღება მიიპყროს, მითუმეტეს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი მეტი არ გვექნება, - განაცხადა საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, რითასც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში ჩატარებას ეხმაურება.

    „რამდენადაც ვიცი, ბრძანებულებით იყო განსაზღვრული, რომ პარლამენტის ეზოში ყოფილიყო ინაუგურაცია და ახლა წვალობენ, რომ ის გააუქმონ და ახალი ბრძანებულება გამოსცენ. სალომე ზურაბიშვილთან სულ რაღაც წვალება და ჯახირია დაკავშირებული და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უარესი თავსატეხი იქნება მისი პრეზიდენტობა. გულახდილად რომ გითხრათ, ის რომ, მსგავსი ღონისძიებები რეგიონულ ქალაქში ტარდება, კარგია, ვინაიდან ყველას დაგვავიწყდა, რომ თბილისის გარდა დანარჩენი საქართველო არსებობს.

    მე პირადად ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, კარგია, თუ მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალაქიც გვაქვს. ეს არ არის ცუდი, რომ თელავმა მეტი დამსახურებული ყურადღება მიიპყროს, მითუმეტეს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი მეტი არ გვექნება. იმის გამო, რომ ზურაბიშვილისგან მეტს არაფერს კარგს არ ველოდები, თელავს მაინც გავუთქვათ სახელი", - განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსთან" საუბარში.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (07.12.2018)
    აი, შენ კი დაგვაყრი ხეირს, ჩემო ალეკო, ხომ ქმნი სახალხო მოძრაობას და ქვეყნის აყვავებას გვპირდები! მჯერა გულახდილად გაგვიმხელ--რითი ხარ სალომეზე უკეთესი? რა გაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მილიონზე მეტი ქართველის ჭკუას, შენი აზრი ჯობია? ყველაზე ჭკვიანი და მაგარი რატომ გგონია თავი? შლეგებმა და თავზე დიდი წარმოდგენის პოლიტიკოსებმა რაც დამართეს საქართველოს კი იცი შენ! ახალ საქმეს იწყებ-- ჩვენგან არჩეული პატივსაცემი ქალბატონის ქილიკით და ამით შეურაცყოფას გვაყენებ- ჩვენ- მის ამომრჩევლებს, როგორ უნდა ვიწამოთ შენი, რომ პრაგმატული პოლიტიკოსი იქნები?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved