სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2018

     (რეზონანსი) რადიო „ფორტუნამ" სასიკვდილო ინტერნეტთამაშის ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა. კადრებში ჩანს, მე-6 კლასის მოსწავლე (ვინაობა სპეციალურად არ სახელდება) როგორ ცდილობს მაკრატლის საშუალებით თვითდაზიანების მიყენებას.

    "ეს ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა მაჩვენა. აღმოჩდა, რომ გოგონას, რომელიც მაკრატლით ხელს იჭრის, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში აქვს შექმნილი ჯგუფი, სადაც დამატებული ჰყავს 3-4 მეგობარი. სწორედ მათ გაუგზავნა გოგონამ ვიდეო. ბუნებრივია, ბავშვები ვიდეომ დაშოკა და სწორედ აქედან გავიგეთ მშობლებმა ეს ამბავი. ეს ყველაფერი გუშინდელ მშობელთა კრებაზე გავიგეთ. ამ სკოლაში ეს შემთხვევა პირველი არ არის. წინა ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა - მოსწავლეებმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს. ეს გოგონა, რომელიც კადრებში ჩანს, დღეს სკოლაში არ ყოფილა. ვიცი, რომ ეს 11 წლის ბავშვი სიგარეტს ეწევა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა დედამისის თქმით, ეს მისი ოჯახისთვის პრობლემა არ არის. ოჯახში მაგაზე უფრო დიდი პრობლემები გვაქვსო.

    კიდევ ისიც ვიცი, რომ ამ გოგონას რომელიღაც მასწავლებელთან საათნახევარი ულაპარაკია და სახლში როცა მივიდა,  ამას უთქვამს, მე არავისთან მილაპარაკიაო. როგორც მასწავლებელი ამბობს, ბავშვი საუბრობდა სახლში ოჯახური ძალადობის შესახებ - ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობ და არც აქ მინდა, არც დედასთან და თითქოს ოჯახში აქვს რაღაც სერიოზული პრობლემები. გუშინ ისიც ითქვა, რომ ეს ონლაინ თამაში არაფერ შუაშია და უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს ფაქტები, მთავარი კი ისაა, რომ ამ ბავშვს ოჯახში სერიოზული პრობლემები აქვს", - განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ "რადიო ფორტუნასთან".

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ტატოო   (07.12.2018)
    და მერე ხომ შეიზლება ამ გოგოს გამოკიტხონ როგორ და ვინ ჩააბა ამ თამაშიი. დავიჯერო კიბერ უსაფრხოებს სპეციალისტებს არ შეუძლიათ მიაგნონ საიდან და ვინ არიან ამ ტამაშის ორგანოზატორები


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved