სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2018

     (რეზონანსი) ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, ნინო ლომჯარიას ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს და ამის მაგალითია არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება, რომ ორივე მხარის მხრიდან იყო დარღვევები.

    "ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე ნანუაშვილი, რომლისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა. იგი მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებს და თავად ერთვებოდა პრობლემების გადაწყვეტაში. დღეს შეგვისუსტდა ეს ინსტიტუტი.

    გავეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს, თუმცა ზოგადად, ამ ქალბატონს ახასიათებს ისეთი განცხადებები, რომ ორივე მხარის მხრიდან იყო დარღვევები არჩევნებში. უკაცრავად რა, მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო ამ არჩევნებზე. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ასეთ დარღვევებზე საუბრობდეს? - რა ორი მხარე, რის ორივე მხარე?! ჩვენ ვახდენდით ზეგავლენას და ჩვენ ვიდექით საარჩევნო უბნებთან, სადაც აიძულებდნენ ადამიანებს შემოეხაზათ თავისი კანდიდატი?! ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს ამ ქალს", განაცხადა ვაშაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved