სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2018

     (რეზონანსი) „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე პრეზიდენტის ინაუგურაციის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმჯობესია ინაუგურაცია ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ჩატარდეს.

    მისი თქმით, ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება.

    „ამდენს ნუ წვალობთ და ინაუგურაცია ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ჩაატარეთ. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება. დიახ, ინაუგურაცია იმ ადამიანის სასახლესა და მის შემოგარენში უნდა ჩატარდეს, რომელმაც ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად დანიშნა. ბიძინა ივანიშვილზეთანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული სასახლე საქართველოში არ მოიძებნება. ივანიშვილის შემოგარენში თუ გაიმართება ინაუგურაცია, ამით საბიუჯეტო სახსრებსაც დავზოგავთ. არა მგონია, მილიარდერმა სასახლის იჯარის ფული გამოართვას თავის საპატრონოს", - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

    მისივე თქმით, ახალ პრეზიდენტს გეორგიევსკის ტრაქტატის მიმართ ნოსტალგია აქვს და თელავში ინაუგურაციაც ამაზე მიუთითებს.

    „ბიძინა ივანიშვილს უყვარს წინაპრებთან თამაში. სალომე თამარ-მეფეს რომ შეადარა ეს ხომ საერთოდ გაუგონარი სირცხვილი იყო. წავლენ-წამოვლენ და მიადგებიან წმინდან მეფეს. 21-ე საუკუნეში დანიშნული პრეზიდენტის თამარ მეფესთან შედარება ცოტა უხერხულია. მინდა, მივმართო "ოცნების" უვიცებს - ნუ ეთამაშებით ჩვენს წინაპრებს. თამარი არა მარტო დიდი მეფე, არამედ წმინდანიც იყო. წმინდანებს მაინც დაანებეთ თავი და ეს თქვენი პრეზიდენტი გინდა თელავში ჩაიყვანეთ და გინდათ ხონში. ყველაფერი უკვე ისედაც კომიკურია", - აცხადებს გიგლა ბრამიძე.

    აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა" ავრცელებს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved